Karavan Trans Express 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ლოგისტიკურ მომსახურებას.
წლების განმავლობაში კომპანიამ მოიპოვა მაღალი სანდოობა და ჩამოყალიბდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორის საიმედო პარტნიორად. მრავალწლიანი გამოცდილება, მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს შევთავაზოთ სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური მომსახურება.
ჩვენთვის პრიორიტეტულია მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვა, პროცესების უწყვეტი გაუმჯობესება და თითოეული პროექტისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა, რაც ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლების ნდობასა და გრძელვადიან თანამშრომლობას განაპირობებს.
Qaravan Trans Express წარმოდგენილია 10 რეგიონული ოფისით და თბილისის 1 სათაო ოფისით:
ცოტნე დადიანის ქ. №7 სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“ V სართული, ოფისი B504
მეგობრობის გამზირი №1
ხერხეულიძის ქ. №7
ც. დადიანის ქ. №74, ბ1
26 მაისის ქ. №1ა
აღმაშენებლის ქ. №9
ალაზნის გამზირი №8
ნათენაძის ქ. №4
ვაჟა-ფშაველას ჩიხი №3
აღმაშენებლის გამზირი №127
ნ. ფიროსმანის ქ. №6
ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი, რომელთა რიცხვი ყოველთვიურად მზარდია. ქარავან ტრანს ექსპრესს გააჩნია მაღალტექნოლოგიური IT გადაწყვეტები, ისეთები როგორიცაა მულტიფუნქციური სასერვერო პროგრამა, საკურიერო-ლოჯისტიკური საქმიანობის მართვის და მონიტორინგის ერთიანი მრავალდონიანი ინტერფეისები, საკურიერო ციფრული ხელმოწერის სისტემით აღჭურვილი აპლიკაციები, სისტემაში შექმნილია კორპორატიული თანამშრომლობის პლათფორმები ინდივიდუალური მონიტორინგის საშუალებებით, რეპორტინგისა და ანალიტიკის ინსტრუმენტებით

ამანათის მიმდინარე სტატუსისა და გადაადგილების ისტორიის ნახვა.

მიმღების ელექტრონული ხელმოწერის დადასტურება.

გზავნილის ყველა ეტაპის დეტალური ისტორიის ნახვა.

კორპორატიული მომხმარებლებისთვის გზავნილების ისტორიისა და სტატისტიკის ნახვა.

უსაფრთხო წვდომა გზავნილების მართვასა და მონიტორინგზე.
უზრუნველვყოთ საქართველოს მასშტაბით სწრაფი, უსაფრთხო და ხარისხიანი საფოსტო, საკურიერო და ლოგისტიკური მომსახურება, რომელიც ქმნის ღირებულებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
ვიყოთ საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე სანდო და ინოვაციური საკურიერო კომპანია.






თუ ეძებ სამსახურს შენზე მორგებული გრაფიკით მაშინ შენი ადგილი ჩვენს გუნდშია!